84-ე დღეა უკრაინა საკუთარ მიწაზე რუსულ აგრესიას უმკლავდება
84-ე დღეა უკრაინა საკუთარ მიწაზე რუსულ აგრესიას უმკლავდება. საოკუპაციო ძალები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გააქტიურდნენ. მათ სამიზნეში დონეცკის რეგიონის რამდენიმე ქალაქი და დასახლება მოექცა. არის მსხვერპლიც. მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში კვლავ რჩება მარიუპოლი. მოსკოვი ამტკიცებს, რომ აზოველები დანებდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას ლეგიონის დამფუძნებელი კატეგორიულად უარყოფს. ამ დაძაბული ვითარების პარალელურად, უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას ჰპირდებიან საფრანგეთი და ევროკავშირი. ამერიკის შეერთებული შტატები კი ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ომის პირობებში რუსული დეზინფორმაციის აღკვეთასა და უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს.
