პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები და პირველი ოფიციალური ვიზიტი თვითშეფასების კითხვარის შევსების შემდეგ. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრიუსელშია. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება - ეს საკითხები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში ირაკლი ღარიბაშვილის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებზე განიხილება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
