შეჭრა "იმედის" ეთერში - ნინო ლომჯარიამ პოზიცია შეცვალა
ნინო ლომჯარიამ პოზიცია შეცვალა. სახალხო დამცველმა ჯერ თქვა, რომ მუქარა, შეურაცხყოფა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, სახალხო დამცველის კომპეტენცია არ არის და მისი მანდატი მომხდარზე არ ვრცელდება. ახლა კი ომბუდსმენი ამბობს, რომ ერთ ჟურნალისტზე განხორციელებული ზეწოლა საკმარისი არ არის, და თუკი იმედის გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ქმედება მასიურ სახეს მიიღებს, ის ამით აუცილებლად დაინტერესდება.
