ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს
ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში საკმარისი მარაგია. პურის ფასი არ გაიზრდება. პრობლემა არც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებობს. მთავრობის მეთაური და ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფის მხრიდან ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნა და საკითხის პოლიტიზება მიუღებელია.
