ხარკოვის მიმართულებით უკრაინული არმია რუსეთის საზღვარს უახლოვდება
ხარკოვის მიმართულებით უკრაინული არმია რუსეთის საზღვარს უახლოვდება. კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო. ოკუპანტებმა უკან დაიხიეს. ქვეყნის აღმოსავლეთით კი რუსეთი ზეწოლას აძლიერებს. შეტევის სამიზნე მიკოლაევია. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ დაჭრილების გამოსაყვანად. თუმცა საოკუპაციო ძალები მეტალურგიული კომპლექსის მიმართულებით ცეცხლს არ წყვეტენ და ტერიტორიას ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღით ბომბავენ
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
