მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოში გაემგზავრა
მთავრობის მეთაური ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში. ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე - რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება იქნება.
