სამი წელი და ექვსი თვე - ნიკა გვარამიას პატიმრობა შეეფარდა
სამი წელი და ექვსი თვე- თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი ორის ფინანსური დავის საქმეზე სასამართლომ ნიკა გვარამია და არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო. მესამე ბრალდებული - "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი გამართლდა. სასამართლომ დაადგინა, რომ გვარამიამ რუსთავი ორი თითქმის 7 მილიონით აზარალა . მთავარი არხის დამფუძნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. ის რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. სასამართლოს გადაწყვეტილებს გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში. ტელეკომპანიის მფლობელი „რუსთავი 2-სთვის“ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს წარდგენას გეგმავს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
