დღეს ზუსტად 22:00 საათზე „იმედი“ ბრიტანული შოუს ანალოგის, „ვინ ვინ არის“ ჩვენებას იწყებს
დღეს ზუსტად 22:00 საათზე „იმედი“ ბრიტანული შოუს ანალოგის, „ვინ ვინ არის“ ჩვენებას იწყებს. პროექტს, რომელიც 2011 წლის „იქს ფაქტორის“ პრემიერის შემდეგ, ყველაზე მაღალრეიტინგულია და 28 ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართულ ტელესივრცეში პირველად იხილავთ. საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 12 კონკურსანტი „დეტექტივი-ჟიურის“ წინაშე სცენაზე შენიღბული გამოვა და მუსიკალურ ნომერს წარმოადგენს. მაყურებელი დეტექტივების მიერ მათი ამოცნობის პროცესსაც ეთერში იხილავს. როგორ ემზადებიან უპრეცედენტო შოუსთვის „ვინ ვინ არის“ - სალომე შანშიაშვილი სტუმრებთან ერთად გვიამბობს.
