კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
„ევროკომისია დაჩქარებულ ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე“ - „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აკეთებს, თუმცა ჯოზეფ ბორელი არ აკონკრეტებვს, თუ როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა. ბელგიის პოლიტიკურ ცენტრში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა დაიწყო. ბრიუსელშია საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილი დილიდან კოლეგებს ხვდება. მთავარი სასაუბრო თემა ევროინტეგრავიის გზაზე საქართველოს დაწინაურება და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია. სულ ცოტ ხნის წინ, მან ჩვენს ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა
