ხორბლის და ფქვილის მარაგი
ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით - საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრი ხორბლის მარაგების საკითხსაც გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ ეს საკითხი პოლიტიზებული იყო და შესაბამისად, აჟიოტაჟიც ხელოვნურად შეიქმნა. პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. აჟიოტაჟის საფუიძველი არ არსებობს, ქვეყანაში ფქვილის და ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - აცხადებს მთავრობის ხელმძრვანელი.
