"ლიბერთი ბანკი" - პირობები პენსიონერებისთვის
პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან რამდენიმე თვის წინ ლევან დავთაშვილს საკითხის მოგვარება დაავალა, რის შემდეგაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ტენდერში იმავე ბანკმა, ანუ ლიბერთიმ გაიმარჯვა, რომელიც პენსიონერებზე სესხებს, ამიერიდან გაცილებით დაბალი პროცენტით გასცემს.
