აწვავის ფასი
საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში დაასრულა, რომელიც გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა. საკითხზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმაც, რომელმაც თქვა, რომ მისი მოლოდინით საწვავის ფასები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. მისივე განცხადებით, ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე, გაძვირებასთან თანხვედრაში.
