პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება
პრემიერ-მინისტრი დღეს, ბრიუსელში გაემგზავრება - ამის შესახებ მან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელში მას მაღალი დონის შეხვედრები ექნება და განხილვის ერთერთი თემა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე უკვე წარდგენილი კითხვარი იქნება. პრემიერის თქმით, ის შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებს.
