ქიბარ ხალვაშის გამოხმაურება
მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალ მილიონიანი ზიანი - ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მფლობელი ქიბარ ხალვაში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ხალვაში აცხადებს, რომ ამ მიზნით, ის სამოქალაქო სარჩელს, დაუყოვნებლივ წარადგენს. როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ "რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, "რუსთავი 2-ს" განზრახ 6-ი მილიონ 700-ი ათასი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა.
