ნიკა გვარამია პატიმრობაშია
ნიკა გვარამია დაპატიმრებულია. მთავარი არხის დამფუძნებელი რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. გვარამია, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი ორის ფინანსური დავის საქმეზე სასამართლომ ნიკა გვარამია და არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო. მესამე ბრალდებული - "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი გამართლდა. ცნობილია, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს.
