ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა ტელკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დღეს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს
ქრონიკის 11 - ტ საათიან გამოშვებაში საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილთა ნაწილმა, ჩემს კოლეგას, მარიამ ქართველიშვილს პირდაპირი ჩართვა ჩაუშალა. მუშაობაში ხელი არხის გადამღებ ჯგუფს, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა შეუშალეს და საკუთარი გზავნილებისთვის „იმედის“ ეთერის გამოყენება სცადეს, რის გამოც „ქრონიკის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა აღარ მიეცა. ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალური ქსელით ანალოგიური ქმედებისკენ სხვა ადამიანებსაც მოუწოდა. მარიამ ქართველიშვილი „რუსთავი ორის“ ფინანსური დავის საქმეზე დღეს სასამართლოს გადაწყევტილებით ერთვებოდა. რას ფიქრობენ მომხდართან დაკავშირებით მესამე სექტორში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სახალხო დამცველის ოფისში - ჩვენ მათი მხრიდან შეფასებებს ამ დრომდე ველოდებით.