საქართველოს კულტურის პალატის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის პალატის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, დიდ საკონცერტო დარბაზში სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი დაესწრო. კონცერტი ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა შემოსული თანხა უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერას მოხმარდება .
