თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორაიზონ ევროპის“ საგრანტო ოფისი გაიხსნა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორაიზონ ევროპის“ საგრანტო ოფისი გაიხსნა. განათლების სამინისტროს ინიციატივით, ოფისები საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტში გაიხსნება . საგრანტო ოფისის ფუნქციაა ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომი პროცესების მართვაში. შეგახსნებთ გასულ წელს პრემიერ-მინისტრის უშუალო მონაწილეობით საქართველოში „ჰორაიზონ ევროპის“ ეროვნული ოფისი დაფუძნდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში გასულ წელს მოეწერა ხელი.
