ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე გარდაიცვალა
ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე , საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე გარდაიცვალა. მწუხარებას გამოთქვამს პრემიერი და უსამძიმრებს ოჯახს. „ ასეთი გამორჩეული პიროვნებისა და სამაგალითო პროფესიონალის დაკარგვა დიდი დანაკლისია, როგორც ქართული ჟურნალისტიკისათვის, ისე მთელი საზოგადოებისათვის.ვუსამძიმრებ ბატონი არმაზის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.“ წერს ირაკლი ღაიბაშვილი
