რუსმა ოკუპანტებმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე
რუსმა ოკუპანტებმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავით მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქზე. დაშავებულთა შორისაა ბავშვიც, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულია. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი კიდევ ერთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ოკუპანტებს იზიუმის მისადგომებთან. კრემლის განკარგულებით, ოკუპანტებმა ბრძანება მიიღეს რეფერენდუმისთვის მოემზადონ ენერგოდარსა და ხერსონის ოლქში. ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს თავიდან აირიდოს უკრაინის წინააღმდეგ ომში პირდაპირი ჩართვა.
