„ევროკომისია დაჩქარებულ ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე“ - განაცხადა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა
„ევროკომისია დაჩქარებულ ვადებში მუშაობს ტრიოს აპლიკაციებსა და ანგარიშზე“ - განაცხადა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ჯოზეფ ბორელს არ დაუკონკრეტებია, თუ როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა. ბელგიის პოლიტიკურ ცენტრში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა დაიწყო . ბრიუსელშია საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დილიდან კოლეგებს ხვდება. მთავარი სასაუბრო თემა ევროინტეგრავიის გზაზე საქართველოს დაწინაურება და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხია. ქეთევან ქარდავა ბრიუსელიდან.
