ნიკა გვარამია პატიმრობაშია
ნიკა გვარამია პატიმრობაშია. მთავარი არხის დამფუძნებელი რუსთავის ნომერ 12 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თითქმის სამ წლიანი განხილვის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი ორის ფინანსური დავის საქმეზე სასამართლომ ნიკა გვარამია და არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია დამნაშავედ ცნო. მესამე ბრალდებული - "ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი გამართლდა. ცნობილია , რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
