ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა ტელკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დღეს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს
ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა ტელკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დღეს პირდაპირი ეთერი ჩაუშალეს. ქრონიკის 11 - ტ საათიან გამოშვებაში სასამართლოსთან შეკრებილთა ნაწილმა ჩემს კოლეგას, მარიამ ქართველიშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა. ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თავიანთი გზავნილებისთვის „იმედის“ ეთერის გამოყენება სცადეს, რის გამოც „ქრონიკის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა აღარ მიეცა. მოგვიანებით ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელით ანალოგიური ქმედებისკენ სხვა ადამიანებსაც მოუწოდა . შეგახსნებთ მარიამ ქართველიშვილი „რუსთავი ორის“ ფინანსური დავის საქმეზე დღეს სასამართლოს გადაწყევტილებით ერთვებოდა.
