„ვინ ვინ არის“ - დღეიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გრანდიოზული მეგა-შოუ იწყება
„ვინ ვინ არის“ - დღეიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გრანდიოზული მეგა-შოუ იწყება. მზე, სარკე, გუნდა, აქტრისა მარგარიტა - 12 - ი პერსონაჟი 12 - ი სუპერვარსკვლავის ნიღაბია. სცენაზე მათი გამოჩენა ნიშნავს, რომ ყველაზე საიდუმლო, საგამოძიებო, მუსიკალური მეგაშოუ იწყება. ვინ ვინ არის - სამი თვის განმავლობაში მთავარი კითხვა იქნება. დეტექტივის როლს კი „იმედის“ მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 10 საათზე მოირგებს. კონკურსანტებისთვის მეტოქეების, პერსონალური პროდიუსერებისთვის კი თავიანთი კონკურსანტების ვინაობა უცნობია. ვინ ვინ არის, სულ რამდენიმე ადამიანმა იცის და, საიდუმლოს გათქმის შემთხვევაში, ჯარიმა 50 ათასი ლარია. ნიღაბს მიღმა შესაძლოა მსახიობი, მუსიკოსი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი იმალებოდეს. ვოკალური მონაცემების, სამსახიობო ოსტატობის და აზარტულობის გარდა, შოუში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი პოპულარობაა.
