სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე . მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
