ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იწყება
ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იწყება . ილია დარჩიაშვილი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში კოლეგებს შეხვდება. მინისტრები ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან , სადაც ილია დარჩიაშვილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადსა და კითხვარზე გაგზავნილ პასუხებზე ესაუბრება. საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიის დასკვნას და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება.
