პუტინის არმია დონბასში გააქტიურებისთვის ემზადება
პუტინის არმია დონბასში გააქტიურებისთვის ემზადება. რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში ისევ გადაჯგუფებას იწყებენ . მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა და რუსეთის ეგრეთ წოდებულ სამხედრო ოპერაციას გაკოტრებული უწოდა. ამასთან არ წყდება რუსული პროვიკაციები ლუგანსკში, მძიმეა ვითარება მარიუპოლში. უკრაინის პროკურატურამ აზოვსტალის ტერიტორიაზე აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მოლაპარაკებები გრძელდება საწარმოს ბუნკერში მყოფი სამხედროების ევაკუაციაზე, თუმცა მოსკოვი ოპერაციას ამ დრომდე არ თანხმდება.
