ახალი სკვერი რუსთავში
რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის დეტალებს საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. პროექტის ფარგლებში, რეკრეაციულ ზონაში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სარწყავი სისტემა, გარე განათება, დასასვენებელი სკამები. სკვერის ტერიტორიაზე იქნება უფასო ინტერნეტი, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი დამონტაჟდება ვიდეო კამერები.
