ახალი გზა სოფელ კახეთში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16-ი პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა სოფელ კახათში, საგუგუჩიოს უბანში ახალი გზის მოწყობის სამუშაოები. უბანში ამჯერად გზის მეორე ფენის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება. პროცესს სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.
