ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო მორიგ სკანდალში ეხვევა
ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო მორიგ სკანდალში ეხვევა. საკრებულომ ადგილობრივ მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სარგებლობის შესაძლებლობა წაართვა. საუბარია 948 ათას ლარზე, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოეყო და მისი ათვისება საკრებულოს მეშვეობით უნდა მომხდარიყო. თუმცა ზუგდიდის ოპოზიციურმა საკრებულომ მერიის მიერ დროულად წარდგენილი დოკუმენტაციის დამტკიცება გაურკვეველი მიზეზების გამო ვერ მოახერხა.
