„ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა
„ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. „გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“ ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფმნა გამოსვლის დასრულების შემდეგ მსოფლიოს. საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
