პაულა მორელენბაუმი მუსიკალურ ფესტივალზე
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-7 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის პაულა მორელენ ბაუმისა და მისი კვარტეტის, ასევე, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. საღამოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კულტურის, სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები.
