თბილისში წიგნის „სიონიზმნი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში წიგნის „სიონიზმნი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით, მეცნიერები, პოლიტოლოგები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. წიგნში დოკუმენტურ მასალებზე, ქართულ და ებრაულ პერიოდიკასა და სხვადასხვა ავტორიტეტულ კვლევაზე დაყრდნობით მოთხრობილია ბოლო 32-ი წლის განმავლობაში ისრაელ საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენები. წიგნის ავტორია ჟურნალისტი გიორგი ბერნშტეინი.
