საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გუშინ, თბილისის დროით 21 საათსა და 14 წუთზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მთელი ხუთი მაგნიტუდა შეადგინა.
