თავდასხმა გერმანიის ელჩზე
გუშინ გერმანიის საელჩომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა საქართველო ჯი 7-ის შეკრებას ინდონეზიასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. განმარტება მოკლე, მაგრამ დასაბუთებული იყო, თუმცა როგორც გაირკვა ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიური პარტიების მხარდამჭერთა ერთი ნაწილისთვის. ამ განმარტების გამო მთავრი არხისა და ტაბულას ხელმძღვანელებმა ჰუბერტ ქნირში ჯერ გერმანიის თავის ტკივილად მონათლეს, შემდეგ კი სულაც ბიძინა ივანიშვილის პიარი უწოდეს. ქართულ ოცნებას მსგავსი სახის თავდასხმები აღარ უკვირს და წარსულში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხაებებიც ახსოვს. ლევან მორჩიაშვილი გვიამბობს ამ თემაზე.
