ომი უკრაინაში
დღეს წინააღმდეგომის მე-80-ე დღეა. უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. საოკუპაციო ძალა მძიმე დანაკარგებს განიცდის დონეცკსა და ხარკოვში. წარუმატებელი შტურმის შემდეგ მათ ხარკოვიდან უკან დახევა მოუხდათ. დანებებას არ აპირებენ აზოვის პოლკის მებრძოლებიც, რომლებიც ამ დრომდე მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე არიან ბლოკირებული. მძიმე ბრძოლების ფონზე დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს. კიევში დღეს ამერიკელი სენატორები ჩავიდნენ, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
