დიპლომატების შეხვედრა ბერლინში
ბერლინში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. დღეს ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატები ფინეთის და შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდებიან. ნატოში პირველი შეხვედრაა მას შემდეგ რაც ფინეტის პრემიერ მინისტრმა და პრეზიდენტმა თქვეს, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება სურს. დიპლომატებმა უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზეც უნდა იმსჯელონ. ომში რუსეთი უნდა დამარცხდეს და უკრაინამ გაიმარჯვოს- ნატოს მთავარი ამოცანაა. ქეთევან ქარდავა ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში და გაგვაცნობს პირველ განცხადებებს.
