„ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია
დედაქალაქის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურ ენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა. 1941-თ წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტო ტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლებისა სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა. აღნიშნული გამოცემის ორიგინალი კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
