აქცია მარგვეთის ეპარქიის რეზიდენციასთან
ზეტაფონში მარგვეთის ეპარქიის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა. მრევლის ნაწილი მეუფე მელქისედეკს უპირისპირდება. ადგილზე შეკრებილები ამბიბენ, რომ აქვთ კითხვები ეპარქიის წინამაძღვართან. აქციის მონაწილეებმა მეუფის რეზიდენციის კარის აჭედვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მრევლის ნაწილი ითხოვს დატოვოს ეპარქია მეუფე მელქისედეკმა. მსგავსი მოთხოვნებით აქცია უკვე რამდენჯერმე გაიმართა. ქრონიკა მეუფე მელქისედეკს, ესაუბრა რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევა.
