ომი უკრაინაში
საოკუპაციო ძალა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ისევ ბომბავს. სარაკეტო დარტყმები ხარკოვისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებზე ხორციელდება. ინტენსიურად იბომბება მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაც, სადაც აზოვის პოლკის მებრძოლები არიან ბლოკირებულნი. მათ ევაკუაციას რუსეთი ამ დრომდე არ თანხმდება.
