როგორია მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
უკვე მესამედ, ციხის საკნიდან ისევ კლინიკის პალატაში - როგორია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამას მედიკოსები დაადგენენ. სააკაშვილის ოჯახი და პარტია, კვლავ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს. ასახელებენ კონკრეტულ ქვეყანასაც - პოლონეთს. არგუმენტად კი, ექსპრეზიდენტისთვის რეაბილიტაციის დროს მშვიდი გარემოს აუცილებლობას ასახელებენ. ოპოზიციონერი კოლეგების უმეტესობისთვის ეს ყველაფერი სპეკულაციაა. მმართველ გუნდში კი, სააკაშვილის მთავარ მიზანზე, რამენაირად სასჯელისგან თავის არიდების მცდელობაზე საუბრობენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
