პრემიერი: ჩვენ გავიმარჯვეთ, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს
ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ნიკას მელიას ინიციატივასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო არ არის.
