პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ქვეყანაში მშვიდობა
ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო პატრიოტი, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა - განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი აკეთებს. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს ის, შესაძლოა თუ არა, დასავლეთმა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმა მოუწყოს, ღარიბაშვილი განმარტავს, რომ ყველა კითხვაზე ივანიშვილის ადვოკატმა პასუხი უკვე გასცა.
