სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების თემასაც გამოეხმაურა
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მას არ აქვს. პრეზიდენტის თქმით, მას არაერთი ვიზიტი ჰქონდა როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, საიდანაც კვირის დასაწყისში დაბრუნდა და სანქციების საკითხთან დაკავშირებით საუბარი არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა.
