69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. მსოფლიოში სახელგანთქმული ვირტუოზი შემსრულებელი, საუთ ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი და „თორაძე პიანო სტუდიოს“ დამაარსებელი, არაერთი თაობის მუსიკოსის აღმზრდელი 80-იანი წლებიდან ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ლექსო თორაძის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. უკანასკნელი კონცერტი ვანკუვერში ორი კვირის წინ გამართა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
