პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა
დღესვე პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკაა ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს ჯარს და მათზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. “ჯარის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით მახათას მთაზე 7-დ სართულიანი 39-ი კორპუსი აშენდება, რომელშიც ათასზე მეტი ბინა განთავსდება. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ.
