კიდევ ერთი დარტყმა კრემლისთვის - ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვს, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო
კიდევ ერთი დარტყმა კრემლისთვის - ფინეთმა, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი საზღვარი აქვს, ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოაქვეყნეს. ქვეყანა მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო სტრატეგია რადიკალურად შეცვალა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
