რუსები იძულებული არიან ხარკოვის ოლქიდან უკან დაიხიონ
რუსები იძულებული არიან ხარკოვის ოლქიდან უკან დაიხიონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევამ შედეგი გამოიღო და რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლიც აღადგინეს. სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება რუსების მხრიდან ჩადენილ ომის დანაშაულებზე. რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელში, ოკუპანტებმა მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქეები უმიზეზოდ მოკლეს. უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ქვეყანა არ დანებდება და ოკუპანტების წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს. არ ნებდებიან მტერს აზოვის მებრძოლებიც. მიუხედავად ინტენსიური საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისა, რუსებმა აზოვსტალის ბუნკერებში მაინც ვერ შეაღწიეს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
