პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა
პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის" მშენებლობა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური დეტალურად გაეცნო, თუ რა ეტაპზეა ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე პროექტი. “ჯარის ქალაქის” სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მახათას მთაზე 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდება, რომელშიც 1092 ბინა იქნება. სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ და ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, ახალი პირობებით, 50-პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს.
