მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, წირვა ჩატარდა. წირვას, პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
